23 Oct 2022
“მიკრობული სამყარო და ადამიანი”
2022-2023 წწ საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია განახორციელებს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტს “მიკრობული სამყარო და ადამიანი”.
პროექტის თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოება. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების (მე-8 მე-11 კლასი) დაინტერესება მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გარღმავება.
პირველი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა 2022 წ 9 ოქტომბერს თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლესაც დაესწრო 70-ზე მეტი მოსწავლე თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან. მოსწავლეებისათვის ლექციები წაიკითხეს ისეთმა ღვაწლმოსილმა და მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერები როგორიცაა ბ-ნი დავით ფრანგიშვილი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში, და საქართველოში მიკრობიოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებმა. ლექციების თემატიკამ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში, გაიმართა ვიქტორინა, პრეზენტაციები და დისკუსიები. შემდეგი ღონისძიება გაიმართება ბათუმში 2022 წ 11 დეკემბერს, ხოლო 2023 წ ასევე ქუთაისსა და თბილისში.