“მიკრობული სამყარო და ადამიანი”
პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში (გრანტის N SPG-22-313). პროექტის თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოება (ASM).
პროექტის ფარგლებში განხორცილედება გასვლითი ღონისძიებები თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. მოსწავლეებისათვის ლექციებს წაიკითხავენ დარგის წამყვანი მეცნიერები. პროექტის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდობის ინტერესი მეცნიერების მიმართ, აამაღლოს მათი ცოდინის დონე მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში. პირველი გასვლითი სესია ჩატარდება ა.წ. 9 ოქტომბერს თელავში ი.გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციების თემატიკა მრავაფეროვანია, იგი შეეხება ჯანდაცვის საკითხებსა და მიკროორგანიზმების გამოყენებას მრეწველობის სხვადასხვა დარგში.