12 Aug 2021

COVID-19: ჯანმოს რჩევები

ჩვენ ყოველდღიურად ვექვემდებარებით Covid-19-ის შესახებ უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადს, მაგრამ ყველაფერი სანდო არ არის. აქ არის რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგვეხმარება დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერებაში.

 

 

ვირუსი არ ვრცელდება რადიო ტალღებით/მობილური ქსელებით. Covid-19 გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში, რომელშიც 5G მობილური ქსელი არ არსებობს.  

Covid-19 ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზებით, როდესაც დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანები შეიძლება დაავადდნენ, დაბინძურებულ საგნებთან შეხებისას  და როდესაც  იგივე ხელით შეეხებიან თვალებს, პირს ან ცხვირს.

ფაქტია:  5G მობილური ქსელი Covid-19-ს არ ავრცელებს.

 

ახალი კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებს აინფიცირებს, თუ ახალგაზრდებიც ავადდებიან?

ფაქტია: ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით (nCoV-2019-ით).

ხანდაზმული ადამიანები და თანმდევი დაავადებების (როგორიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) მქონე ადამიანები  უფრო მოწყვლადები არიან და ამ ვირუსით უფრო მძიმედ ავადდებიან. ჯანმო  ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს, მიიღოს ზომები საკუთარი თავის დასაცავად, მაგალითად, დაიცვან პირადი ჰიგიენისა და სუნთქვის  წესები.

 

ვირუსი, რომელიც იწვევს Covid-19-ს მიეკუთვნება ვირუსების ოჯახს, რომელსაც Coronaviridae ეწოდება.  ზოგიერთ ადამიანს, რომელიც Covid-19-ით დაავადდება, შესაძლებელია გართულების სახით ბაქტერიული ინფექციაც განუვითარდეს. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მუშაკების მიერ შესაძებელია რეკომენდირებული იყოს ანტიბიოტიკების გამოყენება. ამჟამად Covid-19-ის სამკურალოდ ლიცენზირებული მედიკამენეტი არ არსებობს. თუ სიმპტომები აღმოგაჩნდებათ, დაურეკეთ ოჯახის ექიმს ან დახმერებისათვის მიმართეთ Covid-19-ის ცხელ ხაზს.

ფაქტია: Covid-19 გამოწვეულია ვირუსით და არა ბაქტერიით.

 

უფრო საფრთხოა, ხშირად იბანოთ ხელი და არ ატაროთ ხელთათმანი.

ხელთათმანების ხმარება აძლიერებს მიკრობების ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადატანის საშიშროებას. ხელთათმანის მოხსნისას, იზრდება თქვენი ხელების დაბინძურების შესაძლებლობაც.ხელთათმანების ხმარება ხელების გასუფთავებისგან არ გვათავისუფლებს.  ჯანდაცვის მუშაკები ხელთათმანებს მხოლოდ განსაკუთრებული ამოცანების შესასრულებლად იყენებენ.

 

სამედიცინო ნიღბების ხანგრძლივად ტარება არასასიამოვნოა. თუმცა, ეს არ არის ნახშიროჟანგით (CO2) ინტოქსიკაციის ან ჟანგბადის უკმარისობის მიზეზი.

როცა სამედიცინო ნიღაბს იკეთებთ, დარწმუნდით, რომ ის კარგად გერგებათ და საკმაოდ მჭიდროა,  მაგრამ ნორმალურად სუნთქვაში ხელს არ გიშლით.  ერთჯერადი ნიღბები მრავალჯერ არ გამოიყენოთ, ხშირად ცვალეთ ისინი და მაშინვე შეცვალეთ თუკი შეატყობთ დატენიანებას.

ფაქტია: თუ სამედიცინო ნიღაბი კარგად არის მორგებული, მისი ხანგრძლივად ხმარება არ იწვევს ნახშიროჟანგით (CO2) ინტოქსიკაციას ან ჟანგბადის უკმარისობას.

 

თერმოსკნარები ეფექტურია სიცხის მქონე ადამიანების გამოსავლენად. თუმცა, თერმოსკრინიგი არ ავლენს კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს.

ნორმაზე უფრო მაღალი სიცხე მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუ დახმარება გესაჭიროებათ, დაურეკეთ თქვენს ექიმს ან მოითხოვეთ დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

ფაქტია: თერმოსკანერები Covid-19-ს ვერ აფიქსირებენ.

 

ალკოჰოლიის მიღება არ გიცავთ  Covid-19-ისგან და შეიძლება სახიფათოც კი იყოს.

ფაქტია: ალკოჰოლის საზიანო მოქმედება ზრდის თვენს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ რისკს.

 

ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება კანის გაღიზიანება  და თვალების დაზიანება გამოიწვიოს.  ვირუსის გაუვნებელყოფის ყველაზე ეფექტური ხერხია ხელების დამუშავება სპირტის შემცველი საშუალებებით ან ხელების დაბანა საპნითა და წყლით.

ფაქტია: ულტრაიისფერი (UV) ნათურები არ უნდა გამოვიყენოთ ხელებისა და კანით დაფარული სხეულის სხვა ნაწილების დეზინფექციისათვის.

 

თვენს სხეულზე სპრეის ან სხვა სახით არავითარ შემთხვევაში არ დაიტანოთ მათეთრებელი ან სხვა დეზინფექტანტი. შეთვისების შემთხვევაში ეს ნივთერებები შეიძლება მომწამვლელი იყოს და გამოიწვიოს გაღიზიანება და კანისა და თვალების დაზიანება. მათეთერებლები (წყალბადის ზეჟანგი, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი) და სხვა დეზინფექტანტები ფრთხილად უნდა მოვიხმაროთ მხოლოდ ზედაპირების დასამუშავებლად. არ დაგავიწყდეთ შეინახოთ მათეთრებლები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ფაქტია: თვენს სხეულზე მათეთრებლებისა და დეზინფექტანტების დატანა სპრეისა ან სხვა სახით არ დაგიცავთ Covid-19-გან და შესაძლებელია სახიფათოც იყოს.

 

მეთანოლის, ეთანოლის  და წყლაბადის ზეჟანგის დალევა მომწამვლელია. ამ ნივთიერებების დალევას შეუძლია ინვალიდობისა და სიკვდილის გამოწვევა.

მეთანოლი, ეთანოლი და წყალბადის ზეჟანგი ზოგჯერ გამოიყენება სხვადასხვა საწმენდ საშუალებებში ზედაპირებზე ვირუსის გასაუვნებელყოფად – მაგრამ მათი დალევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ისინი არ მოკლავენ ვირუსს თქვენს ორგანიზმში, არამედ ავნებენ შიდა ორგანოებს.

იმისთის, რომ დაიცვათ თავი Covid-19-გან, მოახდინეთ სხვადასხვა ობიექტებისა და ზედაპირების დეზინფიცირება, განსაკუთრებით ისეთებისა, რომლებსაც ხშირად ეხებით. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ განზავებული ალკოჰოლი ან წყალბადის ზეჟანგი. დარწმუნდით, რომ ხელებს ხშირად და საფუძვლიანად იწმენდთ და არ ეხებით თვალებს, პირსა და ცხვირს.

ფაქტია: მეთანოლის, ეთანოლის  და წყალბადის ზეჟანგის დალევა არ გიცავთ Covid-19-გან და არ კურნავს  მას. ამ ნივთიერებების დალევა შეიძლება სახიფათოც  იყოს.  

 

მიუხედავად იმისა თუ რამდენად მზიანი და ცხელი დღეა, თქვენ შეიძლება Covid-19-ით დაავადდეთ. Covid-19 ცხელ ქვეყნებშიც ვრცელდება. თავდაცვისათვის დარწმუნდით, რომ ხელებს ხშირად და საფუძვლიანად იმუშავებთ და არ ეხებით თვალებს, პირსა და ცხვირს.

ფაქტია: მზისადმი მიფიცხება ან ყოფნა 25oC-ზე მაღალ ტემპერატურაზე არ გვიცავს Covid-19-ის ინფექციისაგან და არ კურნავს მას.

 

შეუძლია თუ არა ნივრის ჭამას დაცვა ახალი კორონავირუსით ინფექციისაგან ? 

ნიორი ჯანმრთელი საკვები პროდუქტია, რომელსაც ზოგიერთი ანტიმიკრობული თვისება აქვს. თუმცა, მიმდინარე ეპიდემიასთან მიმართებაში არ არსებობს დამაჯერებლი ცნობები, რომ ნივრის ჭამა ადამიანებს იცავს ახალი კორონავირუსისაგან (2019-nCoV).

 

ეფექტურია თუ არა ანტიბიოტიკები ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ?

არა, ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური ვირუსების წინააღმდეგ, მხოლოდ ბაქტერიების სამკურნალოდ გამოიყენება. 

ახალი კორონავირუსი (nCoV-2019) ვირუსია, ამდენად ანტობიოტიკები მის მიმართ არც პროფილაქტიკური და არც სამკურნალო მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული.

მაგრამ, თუ თქვენ nCoV-2019 -ის გამო  საავადმყოფოში აღმოჩნდით, შესაძლებელია მიიღოთ ანტიბიოტიკი იმ  შემთხვევაში, თუ ბაქტერიული ინფექცია ვირუსულს თან დაერთო.

 

მიკროელემენტები როგორიცაა ვიტამინები D და C, ასევე თუთია (ცინკი), უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის და სასიცოცხლო როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ამჟამად არ არსებობს მითითება მასზე, რომ მიკროელემენტების შემცველი დანამატები გამოიყენებოდეს Covid-19-ის სამკურნალოდ. ჯანმო ახდენს ძალისხმევათა კოორდინირებას, რათა მოახდინოს Covid-19 საწინააღმდეგო  სამკურნალო საშუალებების შექმნა და შეფასება.

ფაქტია: ვიტამინებითა და მინერალური დანამატებით Covid-19-ის მკურნალობა შეუძლებელია.

 

კორტიკოსტეროიდები (დექსამეტაზონი, ჰიდროკორტიზონი) რეკომენდირებულია მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი Covid-19-ით ინფიციებული პაციენტებისათვის.

რვა რანდმოზირებული კვლევის შედეგების განხილვამ, რომელიც 7000 პაციენტს მოცავდა, აჩვენა, რომ სისტემურმა (ინტრავენულმა ან ორალურმა) მკურნალობამ შეამცირა სიკვდილიანობა ასეთ ჯგუფებში.

მიუხედავად ამისა, ჯანმო არ გირჩევთ მოიხმაროთ კორტიკოსტეროიდები საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მქონე Covid-19-ით ინფიცრებულ პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ფაქტია:   კორტიკოსტეროიდები (დექსამეტაზონი, ჰიდროკორტიზონი) რეკომენდირებულია მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი Covid-19-ით ინფიციებული პაციენტებისათვის.

 

Covid-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მშრალი ხველა, სისუსტე და სიცხე. ზოგიერთ ადამიანში შესაძლებელია სნეულების უფრო რთული ფორმებიც განვითარდეს, როგორიცაა ფილტვების ანთება (პნევმონია).

ყველაზე საუკეთესო დადასტურება, რომ ეს სიმპტომები Covid-19-ის ვირუსით არის გამოწვეული, ლაბორატორიული ტესტირებაა. თქვენ ვერ მიიღებთ ასეთ დადატურებას სუნთქვითი ვარჯიშის შედეგად. მეტიც, ასეთი ვარჯიში შიძლება საშიშიც იყოს.

ფაქტია: ის, რომ თქვენ შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება  10 წამით და მეტითაც   დისკომფორტისა და დახველების გარეშე, არ ნიშნავს რომ არ ხართ დაავადებული კოვიდ-19-ით ან რომელიმე სხვა ფილტვის სნეულებით.

 

ცხვირის ხშირი გამოვლება ფიზიოლოგიური ხსნარით  უწყობს თუ არა ხელს ახალი კორონავირუსით ინფექციის პრევენციას?

არა. არ არსებობს კვლევა, რომელი ადასტურებს, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით  ცხვირის რეგულარული გამორეცხვა გვიცავს ახალი კორონავირუსით ინფიცირებისაგან. არსებობს მწირი მომაცემები, რომ ცხვირის რეგულარული გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით  ადამიანებს ეხმარება ჩვეულებრივი გაციებისაგან უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში. თუმცა, ნაჩვენები არ არის, რომ ცხვირის რეგულარული გამორეცხვა იცავს რესპირატორული ინფექციებისაგან.